LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი წერეთელი: აშშ-ს საელჩოს განცხადება დასტურია იმისა, რომ პროცესი აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან

51
გიგი წერეთელი

„აშშ-ს საელჩოს განცხადება დასტურია იმისა, რომ პროცესი აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს ნაკისრი, როგორც დასავლეთის პარტნიორ ქვეყანას,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შშ-ს საელჩოს საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის სწრაფად შემობრუნებაა საჭირო, რაც საბოლოო ჯამში, ხელისუფლების, რაც შეიძლება დროული ცვლილებითაა შესაძლებელი.

„სასამართლო სისტემის მიკერძოებულობა, არაობიექტურობა, პოლიტიკური დაქვემდებარება საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით არაერთი ძალიან კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა თუ აშშ-ს მხრიდან.

აშშ-ს საელჩოს ბოლო განცხადებაც დასტურია იმისა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს ნაკისრი, როგორც დასავლეთის პარტნიორ ქვეყანას. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად, თუ არადა ქვეყანას მუდმივად ექნება პრობლემები და რა თქმაა უნდა, ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში დაეფუძნება ხელისუფლების რაც შეიძლება დროულად ცვლილებას,“ – განაცხადა წერეთელმა

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა – წარმოეჩინა გამჭვირვალობა და წევრების არჩევა კონკურენტული, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით, კვლავ ვერ შეძლო.

mazda magti 5g