LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ მარადისობაში პირველად მოსულ შენს იუბილეს..რა უსამართლო ხარ სამყაროვ!“ – ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა

226
ხვიჩა ხოჯავა

ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა.

თარიღს სოციალურ ქსელში მისი ნათესავი მაცაცო ხოჯავა ეხმიანება.

„ხვიჩა ხოჯავა! რა მრავლისმეტყველია ეს სიტყვა ჩემთვის. ვიგონებ მათ და თვალწინ მიელვებს სამწუხაროდ უკვე ერთსახელდაგვარად ქცეული, ერთი ტრაგიკული ბედის მოზიარე ჩემი უსაყვარლესი ბიძადისშვილის ცხოვრების ისტორია…ხვიჩა ხოჯავა! – ეს არის მთელი ჩემი უტკბილესი ბავშვობა, სისხლის ყივილი,აუწონავი,უანგარო სიყვარული იმ ძვირფასი და საფიცარი ადამიანების,რომლებიც სიყვარულის ლამაზ ზღაპართან ერთად,ადამიანობის უმაღლეს მწვერვალად მოგვევლინნენ, ცისარტყელასავით წამიერად გამოანათეს  და თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლით წარუშლელი და დაუვიწყარი ლამაზი კვალი დატოვეს ამ ცოდვილ სამყაროში….

ჩემო ხვიჩუნა გილოცავ მარადისობაში პირველად მოსულ შენს იუბილეს…არადა რა დასანანია, რომ ცხოვრებამ სიცოცხლის მხოლოდ 28 წელი გაზეიმა…შენ არ იყავი ჩვენთვის მხოლოდ ახალი სიცოცხლის დაბადება, ჩვენ შენში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და დიდი ხვიჩას ცხოვრების გაგრძელებას ვხედავდით. ამიტომაც იყავი ასე ძვირფასი ყველასთვის და  განსაკუთრებული განსაკუთრებით ჩემთვის…მართლაც რომ  ბედის ირონიაა ცხოვრება, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ჩემთან იყავი და დამპირდი,რომ დღეს ისევ ჩემთან იქნებოდი და ერთად შევხვდებოდით ლაშუნას და შენს იუბილეს…ვერ ამისრულე….თუმცა გეტყვი,რომ მე მოვალ შენთან……29

ხვიჩა ხოჯავა!(ებო) ჩემი მარადიული სიყვარული ხარ(თ)!….შეხვედრამდე ჩემო საფიცრებო….

და მართლაც…..რა უსამართლო ხარ სამყაროვ! …..რამდენჯერ უნდა მოვკვდე ერთ ცხოვრებაში…”-წერს მაცაცო ხოჯავა.

ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა 13 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – „სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელს ქვეყანას, გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“

„ძალიან დამწყვიტა გული.. უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი სტილი, მანერა და იყო უსაყვარლესი ადამიანი“ – პანჩო მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებაზე

„სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ გმირებს მივუძღვენი“- ხვიჩა ხოჯავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g