LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ დაბადების დღეს, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და ასე გააგრძელეთ“ – მერაბ სეფაშვილი

190
mrb-1

1-ელ ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. მომღერალმა „არ დაიდარდოს“ 18 წლის იუბილე მიულოცა.

 ბატონო მერაბ, მოგესალმებით, როგორ ხართ?

მეც დიდი სიყვარულით მოგესალმებით. რამდენი კარგი რამ ემთხვევა ერთმანეთს, დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და პლუს თქვენი დაბადების დღე. გილოცავთ დაბადების დღეს, მაგარი ხალხი ხართ. წარმატებებს გისურვებთ, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და ასე გააგრძელეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე თქვენს იუბილეზე მოსვლა, მაგრამ გულით და სულით თქვენს გვერდით ვარ. ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველას პატივს გცემთ.

მაინტერესებს რა სიახლეებია თქვენს კარიერაში, ახალ სიმღერაზე თუ მუშაობთ ?

ახლა კონცერტების სერია იწყება და მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. მოგეხსენებათ, შარშან ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, კოვიდის გამო და ვერაფერი გავაკეთეთ.

როდის და სად ჩატარდება თქვენი კონცერტები?

მთელ საქართველოში იქნება კონცერტები, მაგრამ ძირითადად ბათუმზე არის აქცენტი. ჯერჯერობით ზუსტი თარიღები არ არის ცნობილი, თუმცა ივნისის პირველ პერიოდში, რა თქმა უნდა, თბილისშიც მექნება კონცერტები. 9 ივნისს ქუთაისში ვიმღერებ.

გადაცემის ჩანაწერი:

„არ დაიდარდოს“ 18 წლის იუბილე, ცნობილი მომღერლების სტუმრობა და ტორტის გაჭრა: „ჩვენი და თქვენი კოალიცია ხალხს აბედნიერებს… ასე გააგრძელეთ!..“

რადიო „არ დაიდარდო“ 18 წლის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები