ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით,“ – წერს ჰანი „ტვიტერზე“.
ევროპაში უვიზოდ პირველი მგზავრები საქართველოდან უკვე გაფრინდნენ, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.