LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავთ ყველას, ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია: გიორგი ვაშაძე

69
publika.ge-1-81-1024x577

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია”.

“გილოცავთ ყველას – ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, გაათმაგებული რესურსებით უნდა დავიწყოთ საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიწყოს დემოკრატიის ფუნდამენტის – არჩევნების, თავისუფალი არჩევნების და რაც მთავარია, ნების დემოკრატიული გამოხატულების გასწორება” – აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია – განსაკუთრებით, საარჩევნო კუთხით ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

როდის და როგორ უნდა აირჩეს ცესკოს ახალი თავმჯდომარე

პრეზიდენტმა განკარგულება ჟვანიას გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.

“ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებაში იმისათვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობის და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ. თამარ ჟვანიას გადადგომის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო – რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა? ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს და რაც მთავარია დიახ ნაბიჯ -ნაბიჯ მივდივარ აქეთ – ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ გადადგებოდა თამარ ჟვანია ალბათ, აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა, დღეს ეს კონკრეტული ნაბიჯი დადასტურებულია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

ამავე თემაზე:

ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე

გააგდეს, უთხრეს წადიო და გაუშვეს, ეს “ქართული ოცნების” ხრიკია, რომ ჟვანია სხვა ჟვანიათი ჩაანაცვლოს: რომან გოცირიძე

არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე

არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g