LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლა იმისთვის, რომ დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა“

190
უფასო სასკოლო კვება - გიორგი ამილახვარი

„2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლა იმისთვის, რომ დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია კახეთის რეგიონის სკოლების აღწერა.

„აქვთ 5 წლიანი ვადა, აუდიტორიებს სასურველ დროს დაუბრუნდნენ“ – ამილახვრის ცნობით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა

„2023 წელს ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით სამინისტროში, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და დაწყებული გვაქვს უკვე დეტალური აღწერა ყველა სკოლის, მაგალითად, კახეთის რაიონში სრულად დასრულებული გვაქვს და ასე ვაპირებთ.

ვცდილობთ, 2024 წლის სექტემბრამდე ყველა, 2084 საჯარო სკოლის აღწერა მოვახდინოთ და რეალურად დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში რა ფორმით, რა დროსაა შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ამიტომ, ამ კუთხით, სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g