„ჩემ მიმართ პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი“, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილა დირექტორმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.
მისი თქმით, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რაიმე საერთო ან საწილო საქმე ჰქონოდათ:
„2016 წლის ნოემბერში სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია. პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი.
შემდეგ იფიქრა, რომ „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო. ასევე მის გარშემო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვგმობდი.
აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც. ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ბევრს ეხმარებოდა, ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ფულის სესხება მინდოდა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, გამიშვა ბანკში. ბანკში რისკებს ხედავდნენ, რადგან არ იცოდნენ ამის შესახებ.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მე ბიძინა ივანიშვილს სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ რისკები არსებობდა, მაგრამ მე ეს საქმე ვიცი, რისკი კი დაბალი იყო, ამიტომ ისიც ვუთხარი, რომ ქონებაც ამაში მქონდა. მან კი მითხრა ნატოს დავლაპარაკებოდი და თვითონაც დაელაპარაკებოდა. ნატოსთან კი იმ დღესვე მივედი.
ივანიშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ ნატომ [ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა] გადააფიქრებინა და მერე მე თავად შემოვიდა ინვესტორად. ეს კი ტყუილია. როდესაც ნოემბერში სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას სურდა ამ საქმეში შესვლა და არა მე, შემდეგ, როდესაც სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა მეორე ჩვენება მისცა და თქვა, რომ ის გავაკეთე, რასაც მამა შვილსაც არ უზამს. მამაშვილურად დავეხმარეო, ანუ ბიზნესი „ავახიეო“.
ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შემთხვევა არ არის, რომ მე და მას რაიმე საერთო ან საწილო გვქონდა.“ – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუსმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბაჩიაშვილი თავდასხმის დეტალებს ჰყვება – რა წერია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში