LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბახუტაშვილი ცოლს გაშორდა: „როცა ცოლი მოვიყვანე, არაფერი მქონდა…“

12687
გიორგი ბახუტაშვილი

მსახიობის გიორგი ბახუტაშვილი „კავეა პლუსის“ გადაცემაში „დაქალთან ვრჩები“ აღიარებს, რომ ცოლთან გაშორებულია.

ის პასუხობს გამომწერის კითხვას, არის თუ არა მნიშვნელოვანი ურთიერთობებში ფინანსური მხარე და რამდენად უნდა შეიკავოს თავი ადამიანმა ქორწინებისგან, თუ მას შესაბამისი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია. 

გიორგი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია ადამიანს და კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. მისთვის, როცა ცოლი მოჰყავდა, ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა: 

„არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეგ ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუ მნიშვნელოვანია და არ გაქვს, ჩნდება პრობლემები. არსებობენ ადამიანები, ვინც უსამსახუროდ და ნაქირავებ სახლში ატარებენ ბედნიერ ცხოვრებას. მათ ურჩიო, აუცილებლად მაგარი სამსახური უნდა იშოვო და ბენტლი დააყენო, არ იქნება სწორი. 

როცა ცოლი მოვიყვანე, არაფერი მქონდა… 

მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ წეღან თქვა, ცოლს გაშორებული ვარო. ეს იყო მიზეზი თქვენი დაშორების? 

არა. როცა ერთად ვიყავით, ვიქირავეთ და ცალკე გადავედით, შემდეგ კი ხან მასთან ვცხოვრობდით და ხან – მასთან…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g