რუსთაველის თეატრთან მსახიობებმა რობერტ სტურუას მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს.
„სამწუხაროდ გვიშენებენ კედელს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავანგრევთ. აი ეს არის ჩემი სათქმელი“, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანა დაიბრუნოს.
„ვერაფერს ახალს ვერ ვხედავთ, რაც ეს დღეებია არ გვინახავს. სამწუხაროდ გვიშენებენ კედელს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავანგრევთ. აი ეს არის ჩემი სათქმელი. გაფიცვას დიდი ხანია შეერთებული ვარ, იმიტომ რომ საქართველოში ფაქტიურად აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ამჯერად ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ დავიბრუნო ქვეყანა და მერე თავისუფლად წავიდე“, – განაცხადა გიორგი ბოჭორიშვილმა.