LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოტკოველი – რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე, ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ?

217
BeFunky-collage (60)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებას, თუ რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას.

„სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ, თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. კობახიძე ივარჯიშებს, თუ არ ივარჯიშებს, ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს“ – რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ გავრცელებულ კადრებზე

ჩვეულებრივი სპეკულაციებია.. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g