LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ენმ-ს ოფისზე „პირველ, მცირე შტურმში” კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე მონაწილეობდა

99
გიორგი ბოტკოველი ფორტუნა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელსაც ენმ-ს წევრი, “მცირე შტურმს” უწოდებს,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი მონაწილეობდა.

ბოტკოველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ლილუაშვილს პარტიის ოფისში მისვლის უფლება ჰქონდა, მისი სახით, „სწორედ პირველი შტურმის დროს განისაზღვრა ისეთი ადამიანი, რომელიც დაუბრკოლებლად, ნებისმიერ უკანონო დავალებას შეასრულებდა.“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი, ასეთ საკითხებში ბევრჯერაა მხილებული.

გიორგი ბოტკოველი ლილუაშვილს “ოდიოზურ ფიგურას” უწოდებს და მოუწოდებს სხვა სამართალდამცავებს – „არ გახდნენ გიორგი ლილუაშვილები და პოლიტიკურად მოტივირებულები.”

გიორგი ლილუაშვილის შესახებ ბოტკოველმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. ენმ-ს წევრმა ფოტომასალაც გაასაჯაროვა, რომელზეც მისივე თქმით, ასახულია გიორგი ლილუაშვილი, როდესაც პარტიის ოფისში სამართალდამცავები მივიდნენ.

„გუშინ, როდესაც შსს-მ გადაწყვეტილება მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე პირველი მცირე შტურმი განეხორციელებინა და ნიკა მელია დაეკავებინა, აქ გამოგზავნა, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ისე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა.

“ეს პიროვნება საკუთარ თავს მალავდა პირბადისა და რამდენიმე ქუდის მეშვეობით. ცდილობდა, არ მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ არის ოდიოზური ფიგურა. გიორგი ლილუაშვილი 2012 წლის შემდეგ, კახეთის რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული ყველა საქმის პროკურორი იყო. ეს ადამიანი შსს-დან გაგზავნილი იყო კახეთში ერთ-ერთ ხელმძღვანელად იმაზე, რომ აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში და მოეხდინა ადამიანების დაშინება და ზეწოლა“, – განაცხადა ბოტკოველმა.

magti 5g