ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ “ვივამედში” მყოფ ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილებასთან ერთად, მეტყველების უნარიც შეფერხებული აქვს.
“მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ძალიან მაღალი წნევა აქვს, შეფერხებული აქვს კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ვერ მეტყველებს, ასეთი პრეზიდენტი სააკაშვილი არავის არ ახსოვს. მისი მდგომარეობა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც სახალხო დამცველის კონსილიუმმა თავის 9 დასკვნაში თქვა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, არათუ გადაადგილება უჭირს მას, არამედ მეტყველების უნარი, არ მინდა ვთქვა, რომ წაერთვა, შენარჩუნებულია, მაგრამ ძალიან შეფერხებულია, შენელებულია. რამდენიმე წინადადების ან აზრის გადმოცემას სჭირდება ძალიან დიდი დრო”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.