LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურია – ჩემსა და ქუთათელაძეს შორის ორი თვის წინ მოხდა გაურკვევლობა

95

მხოლოდ ერთხელ მოხდა ჩემსა და ქუთათელაძეს შორის გაურკვევლობა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაირკვა ერთ საათში, – ამის შესახებ პირველ არხს სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა გიორგი ჭანტურიამ განუცხადა.

„ეს იყო წმინდა წყლის გაურკვევლობა. ეს მოხდა ორი თვის წინ. მკვლელობის დღეს კი ვნახე. მასთან კონფლიქტი არ მქონია. მზად ვარ, გამოძიების ყველა შეკითხვას ვუპასუხო“, – აღნიშნა ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას თქმით, დაკავების დროს მასთან მიმართებით პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

„შვიდი საათის განმავლობაში დაკავებული ვიყავი ისე, რომ არ მომეცა ადვოკატთან დაკავშირების საშუალება. ჩამომართვეს კუთვნილი ტელეფონი. მიმდინარეობდა ზეწოლა, მოითხოვდნენ, მეღიარებინა აღნიშნული დანაშაული. ვეჭვობ, გამოძიება ფაქტების ფალსიფიკაციას ცდილობს დანაშაულის გახსნის მიზნით“, – განაცხადა ჭანტურიამ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g