LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

84

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.

დღესვე გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია.

დღეს სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანა და რუსთავსა და თბილისში საცხოვრებელი სახლები განმეორებით გაჩხრიკეს. ჭანტურიას საცხოვრებელი სახლიდან გამოსული გამომძიებლის განცხადებით, ბინის განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ არის, ამოღებულია მხოლოდ სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. შს სამინისტროს ცნობით მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g