„იქნებ თბილისში მობილიზებულმა მთელმა „არმიამ“ ცოტა ხნით მაინც მიხედოს ნამდვილი პრობლემების მოგვარებას და გავიდნენ ქალაქიდან“ – ასე ეხმიანება გურიაში მომხდარ სტიქიას მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გიორგი ცხადაძე წერს, „ხალხი იხოცება იმის გამო, რომ თოვლი მოვიდა“.
გურიაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
„ვწუხვარ, ჩვენი მუდმივი ტრაგედიების გამო“, – წერს გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობამ ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ ამ რეგიონს შეუქმნა. ამ დრომდე, თოვლით დაფარულ სახლებში რჩებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. მათ დასახმარებლად შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები.
ხალხი იხოცება იმის გამო რომ თოვლი მოვიდა. იქნებ თბილისში მობილიზებულმა მთელმა "არმიამ" ცოტა ხნით მაინც მიხედოს ნამდვილი პრობლემების მოგვარებას და გავიდნენ ქალაქიდან. ვწუხვარ, ჩვენი მუდმივი ტრაგედიების გამო.
Posted by Giorgi Tskhadadze on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025