LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს

631
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის კრიტიკულ წერილს ეხმაურება, რომელიც ჯანდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს მან გაუგზავნა.

„თანამშრომლების დიდი ნაწილი ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება.. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დანაშაული მიმიძღვის..?“ – ამირან გამყრელიძე

“მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს.

ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა.

როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. პროფესიულ საკითხებზე კამათი, ეს არის ჯანსაღი პროცესი პროფესიულ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ამირანი პირადად ჩემზე არასდროს იყო გაბრაზებული. პირიქით, პროფესიონალები ძლიერ/დასაბუთებულ კრიტიკას ვაფასებთ.

საჯაროდ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ, სამწუხაროდ, ნათლად გვაჩვენა, თუ რატომ ახორციელებდა ბატონი ამირანის უწყება ამ ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის გაუგებარ გადაწყვეტილებებს!

მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს, ვინაიდან მე არ მქონდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

ამ ქვეყანაში ნორმად იქცა ადამიანის “დაბლოკვა”, “დაუფასებლობა” “შეურაცხყოფა”. ასე ქვეყანა არ შენდება. ჩვენ არ გყავს ბევრი პროფესიონალი და დარგის ექსპერტი. და ვინც გვყავს, მათ დაფასება და გამოყენება სჭირდებათ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.

გიორგი გახარია: სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g