ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს ახალ ინფორმაციას „ფაიზერის“ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის უფრო იაფი ვერსიის შესახებ და წერს:
„პრაქტიკულად დაიწყო ორი ფარმა გიგანტის „მერსკის“ და “ფაიზერის” გლობალური ომი, თუ ვინ იქნება დომინანტი კოვიდ მკურნალობის სფეროში❗️
✅”მერსკის” მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი (არც ისე ეფექტური აღმოჩნდა) უკვე არის ბრიტანეთში და მან გადაწყვიტა ღარიბი ქვეყნებისთვის ჯენერიკების (ანუ წარმოება საბითუმო ფასში) გაყიდვა. ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი ქარხნები, ლიცენზიას მისცემს უფასოდ.
✅ფაიზერმა კი არ დააყოვნა და იგივე გააკეთა თავის კოვიდ მედიკამენტზე (რომელზეც თავად ამბობს, რომ ეფექტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ, რომ არ არის).
დასკვნა:
ვაქცინები დიდი ფარმა ბიზნესისათვის მომგებიანი არ არის, ვინაიდან დაავადებული ადამიანი ნიშნავს მუდმივ მომხმარებელს. აიცერით „ფაიზერით“ და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ…“