LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: დიდი ალბათობით, აქციზის გადახდის მექანიზმი შეიცვლება

103

ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ აქციზის მექანიზმების ცვლილების შემდეგ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს ფინანსური დატვირთვა შეუმცირდეთ.

მისი განმარტებით, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი აქციზის მექანიზმებზე მუშაობს, თუმცა საუბარია არა შემცირებაზე, არამედ ტექნოლოგიაზე და აქციზის გადახდის მექანიზმებზე.

”დღეის მდგომარეობით, აქციზი ითვლება ლიტრული მოცულობებიდან. საუბარია, გადავიდეთ ალკოჰოლის შემცველობაზე ან სიმკვრივეზე, რასაც თეორიულად შეუძლია აქციზის განაკვეთის კორექტირება გამოიწვიოს. ამაზე მუშაობა გრძელდება. დიდი ალბათობით, მექანიზმი შეიცვლება და ამ ციფრიდან გამომდინარე ნათელი გახდება, შეუმცირდებათ თუ არა ფინანსური დატვირთვა მწარმოებლებს.”, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g