LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

72
Untitled design (1)

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.

გახარიასთან ერთად კუბილიუსს შეხვდნენ პარლამენტარები გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ბუჩუკურიც.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის – მწვავე პოლიტიკურ პოლარიზაციაზე.

“გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის იდეის გარშემო საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების აუცილებლობას და ისაუბრა ამ მიმართულებით იმ არაერთ შეთავაზებაზე, რომელიც პარტიამ “საქართველოსთვის” წარუდგინა საქართველოს ხელისუფლებას.

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და კრემლის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობასა და შენარჩუნებაზე ისაუბრეს.

ასევე განიხილეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შორის ერთიანი კოორდინირებული მექანიზმის შექმნა და მისი გაძლიერების მნიშვნელობა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ევროპარლამენტარს პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და პარტიის გეგმები გააცნო.

გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკ დევინსაც შეხვდა.

magti 5g