LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას… ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად“

149
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

როგორც გიორგი გახარია წერს, „გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.

„ამას [უვიზო მიმოსვლის დაკარგვას] აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.

ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

სოზარ სუბარი: „ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს“

Posted by გახარია on პარასკევი, 18 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g