LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ

120
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ყოფილმა პრემიერმა მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, მისი პოზიცია უცვლელია, ხოლო რაც შეეხება შერიგების იდეას, გახარიას აზრით, ოპოზიცია პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში უნდა დაეხმაროს.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია და ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ჩემი პოზიცია ცნობილია საყოველთაოდ. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა და ამისთვის ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას უკან აბრუნებს. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g