LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას პარტიის წევრს მანქანის მინები ჩაუმსხვრიეს

142
Capture685654სფცსდჯფ

გიორგი გახარიას პარტიის წევრს მანქანის მინები ჩაუმსხვრიეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საფიჩხიის სასაფლაოსთან მოხდა. როგორც გახარიას პარტიის წევრი ელისო არჩაია აცხადებს, მისი მანქანიდან წაღებული არაფერია და ამიტომ ის მომხდარ ფაქტს დაშინებას უკავშირებს.

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც პარტიაში „საქართველოსთვის“ გაწევრიანდა მასზე ზეწოლა ხორციელდება.

„ეკლესიაში მოვედი წირვაზე. 40 წუთის შემდეგ გამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა. მინა ჩამტვრეული იყო, ჩანთა და ტელეფონი ეგდო. ეს ქურდობა არ იყო.ჩემს ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა დღე დღეზე ველოდები ძალიან დიდ ჯარიმებს“, – აცხადებს ელისო არჩაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები