LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი: ანა ბუჩუკური

77
ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი მთავარი ნიშა „საქმე და ამომრჩეველი“ იქნება.

მისი განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ „არ იქნება რადიკალი, რადგან ხალხი რადიკალი პოლიტიკოსების კინკლაობით ძალიან დაიღალა“.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს

გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა

„საერთოდ არ არის საინტერესო ჩვენ ვის მივიჩნევთ მთავარ კონკურენტად. მთავარი აქ არის მოქალაქე და საზოგადოება რას ელოდება ჩვენგან და რა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას. მოგეხსენებათ, არჩევნები მოდის, არჩევნებზე კანდიდატურაზე საუბარი, დაველოდოთ და არ გავუსწროთ მოვლენებს, არ დავიწყებ სახელებისა და გვარების ჩამოთვლას, თუმცა ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, აუცილებლად ღირსეული კანდიდატი გვეყოლება. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა იქნება, რომ არ ვიქნებით რადიკალები, რადგან ხალხი ძალიან დაიღალა, ქუჩაში გამვლელები, მეზობლები, მეგობრები ყველას გვყავს და უბრალოდ ყელში აქვთ ადამიანებს რადიკალური პოლიტიკოსების გაურკვეველი კინკლაობაც აღარ ჰქვია. ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს პროექტი და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები: გიორგი გახარია

დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი: გიორგი გახარია

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა: გიორგი გახარია

ვერთიანდებით საქართველოსთვის! საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლე უთხრას მოქალაქეებს: გიორგი გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები