LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა იწვევს მშრალ ხველას და როგორ დავაღწიოთ თავი მას?“

5073
gogoberidze

რა იწვევს მშრალ ხველას და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემათემაზეფეისბუქლაივისსაშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

მშრალი ხველა ძალიან შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო გახშირდა კოვიდ-პანდემიის ფონზე. ამ ეტაპზე კონკრეტულად კოვიდით გამოწვეულ მშრალ ხველაზე ვისაუბრებთ. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? განსაკუთრებით კოვიდის გადატანის შემდეგ არის ხშირი ეს პრობლემა. მშრალი ხველა, რომელსაც ნახველის გამოყოფა არ ახასიათებს, ძალიან შემაწუხებელია. მის წინააღმდეგ ხველების საწინააღმდეგო საშუალებები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. თუ ხველა კოვიდის გადატანიდან 4 კვირაში არ ალაგდა, სავარაუდოდ ის  კიდევ დიდი ხანი დარჩება, შეიძლება 6-9 თვეც გაგრძელდეს.

რა უნდა ვქნათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

1. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები. როდესაც ორგანიზმს ტემპერატურა მაღალი აქვს, სითხე ორთქლდება და სასუნთქი გზები შრება, შედეგად გვახველებს. მართალია ვირუსიც იწვევს ხველას, მაგრამ სიმშრალეც ძალიან ხშირადაა მიზეზი.

2. ორთქლის ინჰალაცია ძალიან გავრცელებული მეთოდია, რომელიც კარგად მოქმედებს. ალბათ ბავშვობაში ყველას გაგვიკეთებია ინჰალაცია. ეს იდეალური გზაა მშრალი ხველის მოსახსნელად, ბევრად ეფექტური, ვიდრე ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები. ინჰალაცია სასუნთქ გზებს ატენიანებს და შედეგად, ხველას ხსნის.

3. ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე უფრო ეფექტური არის ასევე თაფლი. თაფლიანი ჩაის დალევა ნამდვილად შველის მშრალ ხველას, ის ერთდროულად თრგუნავს ხველას და ატენიანებს სასუნთქ გზებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ თაფლის მიღება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. თაფლთან ერთად ხველის წინააღმდეგ ძალიან კარგი საშუალებაა პიტნა. თუ გსურთ, რომ თაფლიანი ჩაი კიდევ უფრო ეფექტური იყოს, პიტნა და ლიმონი დაუმატეთ.

4. ძილის წინ ერთი ბალიში კიდევ დაიმატეთ, რათა არ მოხდეს სასუნთქ გზებში ლორწოს დაგროვება ან არ განვითარდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის წვენი უკან საყლაპავში ამოდის. ბევრ ადამიანს სწორედ კუჭის პრობლემების გამო ახველებს.

5. ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტურია თბილი მარილწყალიც. გამოივლეთ ხსნარი ცხვირ-ხახის ღრუში. ის მოაშორებს ზედმეტ ლორწოს და ხველასაც მოხსნის.

აუცილებელია, რომ ამ დროს ოთახში არავინ ეწეოდეს, ნიკოტინის კვამლი ამ დროს კიდევ უფრო აღიზიანებს სასუნთქ გზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g