LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიგაშვილი: „ვაპირებ, არჩევნებზე დამკვირვებლად დავრეგისტრირდე“

198
გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი აცხადებს, რომ აპირებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდეს.

მუსიკოსმა ამის შესახებ 23 ივლისს, სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ მიერ გამართული ღონისძიების შემდეგ, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებ, რომ დამკვირვებლად დავრეგისტრირდე და მეც ვიყო იქ, იმიტომ, რომ წელს არის პირველი და, ალბათ, უკანასკნელი შანსი, როდესაც შეიძლება, ხელისუფლება შეიცვალოს.

პირველი იმიტომ, რომ პირველად, სწორედ ახლა გამოჩნდა და დაინახა მასობრივად ყველამ, რომ ეს ხელისუფლება არ გვინდა და უკანასკნელი იმიტომ, რომ ამის შემდეგ შესაძლებლობა უკვე აღარ იქნება, ყველაფერს იზამენ, რომ ეს ხმა ჩაახშონ“, – თქვა გიორგი გიგაშვილმა.

ცნობისათვის, მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეხვედრა ახალგაზრდებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელოვანებთან და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან გაიმართა.

როგორც სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის – „საქართველოს ევროპული ელჩები“, სადაც ახალგაზრდები მთელი საქართველოდან დარეგისტრირდებიან. პროექტის მიზანი კი იქნება ის, რომ 26 ოქტომბერს, არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს.

❗ ვაპირებ არჩევნებზე დამკვირვებლად დავრეგისტრირდე 👉 პიანისტი გიორგი გიგაშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 23 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g