LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ მოტივთან

258
კალანდარიშვილი და ზურაბიშვილი

„ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა იყო, რომ საკონკურსო კომისია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იქ რაიმე ტიპის ჩარევა უნდა მომხდარიყო – ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა გარკვეულწილად ამ გარემოებებმაც იქონია“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის მიერ, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაწუნებაზე შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი პოლიტიკურია. როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, საქმე გვაქვს პოლიტიკურ მოტივთან, რაც ძალიან სამწუხაროა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ინსტიტუცია მნიშვნელოვნად დააზიანოს.

„პრეზიდენტის მოტივთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. აღმოჩნდა, რომ და ასევე კარგად ვნახეთ, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ფართო პოლიტიკური ინსინუაციები მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, ვფიქრობ, კონსენსუსის საკითხი კანდიდატებთან მიმართებით ალბათ, უფრო საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ნაწილია და ამ მიმართულებით აპელირება არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ნაწილში კარგად ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა, რომ ეს საკონკურსო კომისია ფორმალურ ხასიათს ატარებდა  და იქ რაიმე ტიპის ჩარევა უნდა მომხდარიყო. კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ალბათ, ამ გარემოებებმაც გარკვეულწილად გავლენა იქონია.

„რაც შემეხება მე, დინამიკაში არსებული მრავალპარტიული მხარდაჭერა ჩემს კანდიდატურასთან მიმართებით მზარდი იყო და ამან განაპირობა, რომ მესამედ მიმემართა საკონკურსო კომისიისთვის და მქონოდა შესაძლებლობა, სათანადო ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოსთან უზრუნველმეყო, გამეზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

ამასთან, მმართველ გუნდში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო- ს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევის წესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

პაპუაშვილი: პრეზიდენტის ქმედება არის სიგნალი, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები