LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: ჩვენ ვბრუნდებით.. თამარაშენელი მოსწავლეებისთვის ჩავიტანეთ უამრავი წიგნი, კომპიუტერი, ახალი ტანსაცმელი

191
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-24T194149.511

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ე.წ. გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.

კეკელიძემ სოფელ თამარაშენში მცხოვრები ბავშვებისთვის საჩუქრები ჩაიტანა, რაშიც სკოლა „ჯეჯილი“ დაეხმარა.

„ჩვენ ვბრუნდებით. დღეს ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ თამარაშენს ეკვილიბრიუმი ესტუმრა. შემოგვიერთდა სკოლა „ჯეჯილი“ და თამარაშენელი მოსწავლეებისთვის ჩავიტანეთ უამრავი წიგნი, კომპიუტერი, ახალი ტანსაცმელი, სკეიტები და სათამაშოები“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეკვილიბრიუმი — საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. იდეის ავტორი და ინიციატორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები