საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე არსებობს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც საქართველოში კინოფილმების გადაღებითაა დაინტერესებული.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა ”გადაიღე საქართველოში” ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებას ემსახურება.
”გადაიღე საქართველოში” ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა