LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: ენერგეტიკული პროექტები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის

83

საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს  უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის  შესაძლებლობებს შექმის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის” მილსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები  ამის შესაძლებლობას იძლევა.

როფორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის  თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურიპოტენციალის განვითარებას.

 

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკომონიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკურ ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას.  ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g