LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩავალ აჭარაში და გავმართავ კონსულტაციებს

150

ნატო-ს სამიტის შემდეგ, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩავალ აჭარაში და გავმართავ კონსულტაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეულ კანდიდატზე, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე თორნიკე რიჟვაძეზე დასმული კითხვის პასუხად მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა.
„მე ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამიტის მერე ჩავდივარ აჭარაში და როგორც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, კონსულტაციებს განვახორციელებ. მხოლოდ შემდეგ მექნება შესაძლებლობა ამ კითხვას ვუპასუხო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. პარტია “ქართულმა ოცნებამ” კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც დათანხმდა.
თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო, ასევე ის “აჭარა წყალ ჯორჯიას” იურიდიულ დირექტორად მუშაობდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g