პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლონეთში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლება მნიშვნელოვანი იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
მიშველაძის თქმით, “ანაკონდა 2016” 6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა. მასში NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირეუბლი ბრიგადის მეთორმეტე ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქ ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისითაც.