საქართველოს წარმომადგენელი მუსიკალურ კონკურს „ახალ ტალღაზე“, გიორგი ნადიბაიძე დღეს დასკვნით ეტაპზე წარდგება მაყურებლის წინაშე. დღევანდელი ქულები გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი იქნება.
გიორგიმ უკვე ორ ტურში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურა, რითაც ჯამში მეოთხე ადგილზეა. მეორე საკონკურსო დღეს მან ქეთა თოფურიასთან ერთად რუსულენოვანი სიმღერა შეასრულა და უმაღლესი ქულები დაიმსახურა. დღეს კი კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას შეასრულებს, რომელიც ინგლისურენოვანი გახლავთ.
შეგახსენებთ, ამავე კომპოზიტორის სიმღერა შეასრულა „ახალ ტალღაზე“ ნუცა ბუზალაძემ, როდესაც 2014 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა.