რუსეთთან „უმცროსი ძმის” როლის მორგებამ მოგვიტანა, რომ დღეს საქართველო არის ევროპის უღარიბესი ქვეყანა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სიღარიბე წყევლად იქცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.
„რუსეთთან “უმცროსი ძმის” როლის მორგებამ მოგვიტანა რომ დღეს:
– საქართველო (სომხეთთან და მოლდავეთთან ერთად) არის ევროპის უღარიბესი ქვეყანა;
– საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და 300 ათასი ადამიანი დევნილი საკუთარი სახლიდან;
– მილიონზე მეტი ადამიანი გადახვეწილია ემიგრაციაში და ოჯახიდან შორს ატარებს ცხოვრების საუკეთესო წლებს;
– საქართველოს მოსახლეობა განუწყვეტლივ მცირდება და ბერდება;
– ფაქტობრივად, არარსებული განათლების სისტემის შედეგად, ჩვენი შვილები რეიტინგების ბოლოს არიან, წაკითხულის გააზრების და რაოდენობრივი უნარების მაჩვენებლებით, რაც მათ წარმატებულ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის;
– სიღარიბე წყევლად იქცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის;
– რაც მთავარია, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით არც არაფერი შეიცვლება კიდევ დიდი ხანი;
-არაფერს ვწერ იმ მსხვერპლზე რომელიც ჩვენმა ხალხმა გაიღო 250 წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ღარიბი ქვეყნისთვის“ - რა შანსები აქვს საქართველოს
„თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად“
რუსეთის მიერ ქვეყნის სრული ანექსია 21 საუკუნეში შეუძლებელია, სხვა ყველაფერი კი რუსეთმა უკვე გააკეთა, ცხელი და ცივი დაპირისპირების ჩათვლით.
ერთადერთი რაც მის არსენალში დარჩა, ეს არის ჰიბრიდული ომის პირობებში, ფსიქოლოგიური ტერორის (აბა, ომი გინდა?) და მასიური დეზინფორმაციის კამპანიები. არარსებული საფრთხეების და მტრების დახატვა. თურქოფობიის, არმენოფობიის, ისლამოფობიის, უმცირესობების და სხვა თემების გაღვივებით მოსახლეობის დაზაფვრა და დაპირისპირება, საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მოხდენა კბგ-ს სტილში. ყველა ადამიანი ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს ხდება სამიზნე, რადგან ზუსტად აქ გადის ფრონტის ხაზი. ჩვენი ფრონტის ხაზი გადის, განვითარებული, წარმატებული და რუსეთისგან სრულად დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე“, – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
