19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვახო ახვლედიანი დაზარალებულად სცნეს.
ახვლედიანს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის ვერ ასახელებს ვინ მიაყენა დაზიანებები, რადგან ღამით ვერ დაინახა.
აღსანიშნავია, რომ ის დაკავებული არ არის. ახვლედიანის გარდა საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა დაკავებულ ვახო ჩიქოვანსაც.
მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულიდან ნაწილს ბრალი წარედგინა
“მეორე ეპიზოდში პირველი ავტომობილი როდესაც გაჩერდა აი იმ დროს მიიღო დაზიანება, ვერ ასახელებს, იმიტომ, რომ ღამე იყო. ვიღაცამ ჩაარტყა შესაძლოა მხოლოდ მუშტი, ან შესაძლოა რკინაც ჰქონდა ხელში. ცხვირი აქვს გატეხილი,”-განაცხადა ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა.
რაც შეეხება დაკავებულებს, 17-ვე პირს დღეს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. დაკავებულები თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.
ადვოკატების თქმით, წარდგენილ ბრალდებებს არცერთი მათგანი არ ეთანხმება.
“შაქარაშვილის სურათი, რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენ გამო როგორ მოკვდაო”- ერთ-ერთი დაკავებულის მამა საქმეში შვილის მონაწილეობის შესახებ ყვება
“მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი…ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო”- გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე