LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „მე გეგმა ვერ მოვისმინე, ჩვენ გეგმის არსებობას და გაჟღერებას ვთხოვთ მათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბოიკოტის კამპანია დაიწყო – მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური და საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაც“

103
გიორგი შარაშიძე

„გუშინდელი აქცია არ იყო განსაკუთრებული სიახლე – არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური და საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაც“

„სიმართლე გითხრათ, მე გეგმა ვერ მოვისმინე. ჩვენ გეგმის არსებობას და გაჟღერებას ვთხოვთ მათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბოიკოტის კამპანია დაიწყო. გახსოვთ, ჩვენ საჯაროდ დავსვით კითხვა, რა გეგმა აქვთ მათ ბოიკოტის შემდეგ და ამ კითხვაზე არათუ მაშინ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი. გუშინდელ აქციაზეც რომ გითხრათ რაღაც განსაკუთრებული გეგმების შესახებ მოვისმინეთ, არ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. ასევე, „ოცნებას” უნდა გაუგზავნოთ გზავნილი კიდევ ერთხელ, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, მაგრამ ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური. ამისთვის, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ. გულისხმობ პარლამენტს და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ვიბრძვით “ოცნების” წინააღმდეგ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თავად გუშინდელი აქციაც არ იყო განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ ყოველკვირეულ მარშებს ვხედავთ. არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g