LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შოშიტაშვილი: „ახალგაზრდობასაც შევაყვარეთ ძალიან მივიწყებული ქალაქური ფოლკლორი, რომელსაც ფანოღს ეძახდნენ. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ასე ადაბლებენ ჟანრს…“

924
გიორგი შოშიტაშვილი

„ქსოვრელების“ სოლისტი გიორგი შოშიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ანსამბლის ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს უზიარებს.

ალბათ, ძალიან ბევრი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის გვერდით ყოფილხართ „ქსოვრელები“, მათთვის მნიშვნელოვანი, რომანტიკული და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული მოვლენის დროს…

ძალიან ტრენდული გახდა „ქსოვრელების“ მიწვევა დაბადების დღის მისალოცად, ქორწილში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ეს ძალიან მახარებს. იგრძნობა, რომ ახალგაზრდობასაც შევაყვარეთ ძალიან მივიწყებული ქალაქური ფოლკლორი, რომელსაც ფანოღს ეძახდნენ. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ასე ადაბლებენ ჟანრს. ეს ჟანრი ფსკერამდე იყო ჩასული, აღარავინ უსმენდა. საბედნიეროდ, წინ წამოვწიეთ. დღეს მას ბავშვებიც კი უსმენენ, ორი, სამი წლისები. ჩემს გვერდზე ყოველდღე უამრავ ვიდეოს მიგზავნიან, როგორ მღერიან ან უსმენენ პატარები ჩვენს სიმღერებს.

დიახ, ძალიან ბევრი განსაკუთრებული მოვლენის მონაწილეები ვყოფილვართ, ბევრი საინტერესო ისტორიაც ყოფილა, თუმცა ერთს განსაკუთრებულად გამოვარჩევდი. ჩვენმა ერთ-ერთმა სიმღერამ „მინდოდა, მეთქვა“, რომელიც მე ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, დიდი ხნის დაშორებული წყვილი შეარიგა. ეს რომ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ სიმღერით ბევრი წყვილი დაგვიქორწინებია. ეს სიმღერა მე თვითონაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის, როცა ქორწილში ვარ, ტორტის გაჭრის ცერემონიაზე ზუსტად მის შესრულებას გვთხოვენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები