LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შოშიტაშვილი: ახლა ისეთი მიძინებულია ძველი სიმღერები, რომ გვინდა, აღვადგინოთ… ახლახან კლიპიც გადავიღეთ სიმღერაზე „ქსოვრელები მღერიან“

723
qsovrelebi-main-2022-06-08_17-10-07_835275

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკის „მხიარული დილა“ სტუმარი ანსამბლ „ქსოვრელების“ წევრი გიორგი შოშიტაშვილი გახლდათ, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

 გიორგი, როდის იწყება შენი დილა?

ჩემი პროფესიული რეჟიმიდან გამომდინარე ჩემი დილა 12:00 საათის შემდეგ იწყება.

ბოლო დროს ძალიან გააქტიურდი პროფესიული თვალსაზრისით, აკეთებ ძველი სიმღერების თანამედროვე ვერსიებს. როგორია მამას დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორ მოსწონს სიმღერების ახლებური ვერსიები?

სიმართლე გითხრათ, აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვიანი არ არის, დროულია ეს გააქტიურება. იმდენად გაჩერებული იყო ყველაფერი და ხალხიც იმდენად მოწყენილი იყო, რომ ვიფიქრეთ, ეს ყველას ძალიან წაადგებოდა და გაახალისებდა. იმედია, გამოგვივიდა და მომავალშიც გამოგვივა. სხვათა შორის, მამას ძალიან მოსწონს ეს ამბები. ყველამ იცის, თავის დროზე რაც გააკეთა მამას ანსამბლმა, მათაც ზუსტად ასე აღადგინეს კარგი სიმღერები. ახლა ისეთი მიძინებულია ძველი სიმღერები, რომ გვინდა, აღვადგინოთ. ახლახან კლიპიც გადავიღეთ სიმღერაზე „ქსოვრელები მღერიან“.

 

გადაცემის ჩანაწერი:

,,ყველას იმდენად მოგვწონდა ეს სიმღერა, რომ გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა და გაგვეახლებინა” – „ქსოვრელები“

„აქამდე მხოლოდ ის ძველი, დიდი „ქსოვრელების“ ვერსია იყო, არავინ შეხებია ამ ნამუშევარს. გადავწყვიტე, რაღაც ახალი ელემენტები შემეტანა ამ სიმღერაში“ – გიორგი შოშიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები