LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი 6 მაისს გერმანიაში კონცერტს გამართავს

810
გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი 6 მაისს გერმანიაში, ქალაქ ესენში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ გიორგი სუხიტაშვილმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-Fm“ ისაუბრა.

მცირე ხნის წინ კი მომღერალს კონცერტი ჰქონდა პოლონეთში. ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას გიორგი ემოციებით იხსენებს.

„პოლონეთში ჩემი და ნიკა ნიკვაშვილის კონცერტი გაიმართა პოლონეთის, შოპენის სახელობის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად. კონცერტი ქალაქ გლდანსკში ჩატარდა. მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. დღემდე ამ კონცერტს დადებითი გამოხმაურება აქვს.

თქვენს მსმენელს, რომელიც ვიცი, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი გყავთ, მინდა სასიამოვნო სიახლე ვაცნობო. 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე გერმანიაში, ქალაქ ესენში კონცერტს გავმართავ. იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერი სასიამოვნოდ ჩაივლის. სხვაგვარად არც შეიძლება, როდესაც ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხვდები. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ გერმანიაში ჩასვლა“, – ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g