LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „გუშინ ბევრმა წამომაძახა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვისო? არ ვიცი ალბათ არც არაფერი გამიკეთებია და ძალიან ვწუხვარ ამაზე, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ არც არაფერი გამიფუჭებია“

304
გიორგი სუხიტაშვილი

„გუშინ ბევრმა წამომაძახა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვისო, არ ვიცი ალბათ არც არაფერი გამიკეთებია და ძალიან ვწუხვარ ამაზე, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ არც არაფერი გამიფუჭებია“ – ამის შესახებ მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი შეგნებული ცხოვრება ცდილობს საკუთარ ხალხს და სამშობლოს გამოადგეს:

„წინსწრებით გინება აღარ გამიგია, დაელოდეთ საახალწლო კონცერტებს, ნახეთ ვინ მიიღებს მონაწილეობას და მერე გაიხსნილეთ, ეგ სიები ძირითადად არის არჩევნებამდე შედგენილი“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

„ახლა რომ აგინებთ ხალხს და მერე ეგრე არ მოხდება, იმას კი არ იტყვით, რომ შეცდით, არამედ იმას, რომ თქვენი გინების გამო არ მიიღეს მონაწილეობა“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

„მთელი შეგნებული ცხოვრებაა როგორც შემიძლია ვცდილობ თავი არავის გადავამეტო, არავინ შევაწუხო, ზედმეტად არაფერი გამოვუყენო, ფეხებში არავის მოვედო, წესი და კანონი არ დავარღვიო, ვცდილობ გამოვადგე ჩემს სამშობლოს, კუთხეს და ხალხს. სამწუხაროდ ამ დრომდე ამდენი წვალების შემდეგ ვერაფერი შევძელი, ვერაფერი შევქმენი ვერაფერი გავაკეთე. ერთ-ერთ წინა პოსტში დავწერე რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ-თქო.ხო ახლაც ასე ვფიქრობ და ვისურვებდი ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყო ჩემს ქვეყანაში და ჩემი ქვეყნისთვის…“ – წერს სუხიტაშვილი.

„ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო სიმღერაა… უყურებ შენს ფინანსებს და ვერ ფარავ ბანკის ვალდებულებას, რა უნდა გავაკეთო?! გეკითხებით მათ, ვინც დგახართ და კომენტარებში ჩემზე ხტუნაობთ, მასხარად მიგდებთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და ქვეყნის და ხალხის მოღალატეს მიწოდებთ!“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g