LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი თავისი პროფესიონალიზმით და სიყვარულით უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას და ასე აცოცხლებდა დედას, რომელიც გიორგის უკანონო დაკავებიდან 1 თვეში გარდაიცვალა“ – რაზე წერს მარიამ გეგუჩაძე

316
დონალდ ტრამპი

მარიამ გეგუჩაძე ექიმ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  

„სანამ ბებიაჩემის დიაგნოზს გავიგებდით, ჩემთან ცხოვრობდა. დიდი ხანი გვეძინა ერთად, შესაბამისად, მესმოდა, როგორ სუნთქავდა და ვხვდებოდი რომ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არ ვიცოდი რა პრობლემა.

ძალიან შემთხვევით და ბოლო სტადიაში გავიგეთ მისი დიაგნოზი (ფილტვის სიმსივნე) და გაგებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

იმის შემდეგ არ გასულა კვირა, როდესაც არ მიფიქრია, მაშინ მე რომ სათანადო პანიკა ამეწია – იქნებ დიაგნოზი ისეთ დროს გაგვეგო, მისი გადარჩენა რომ შეგვძლებოდა? ალბათ, ცხოვრების ბოლომდე შემჭამს ეს ფიქრი.

ვუსმინე გიორგი ახობაძის სიტყვას, სადაც აღწერს, როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გიორგის ცოდნა და გამოცდილება დედამისის მოვლის დროს. ინფიცირების პრევენციისთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტს არ ჰქონოდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი. გიორგი თავისი პროფესიონალიზმით და სიყვარულით უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას და ასე აცოცხლებდა დედას, რომელიც გიორგის უკანონო დაკავებიდან 1 თვეში გარდაიცვალა.

„შენ გთვლი მკვლელად! თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი… არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი…“ – ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პროკურორს

ამ ყველაფერში დანაშაულს, სისასტიკესა და ბოროტებას თუ ვერ ხედავთ, მოვა დრო, როდესაც ყველა ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს წარმოადგენთ შეიძულებთ საკუთარ თავს ჩუმად ყოფნის გამო. მთელი ცხოვრება მოგიწევთ ამ ადამიანის ტრაგედიით ცხოვრება და ამ სიმძიმის საკუთარი მხრებით ტარება“,- წერს მარიამ გეგუჩაძე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და

გიორგი კეკელიძე: „პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე, აუცილებლად უნდა დაესწროს საკუთარი დედის დაკრძალვას. ეს არც „კეთილი ნების“ საქმე მგონია და არც რამე „ჰუმანური აქტის“ გამოძალვა“

„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“ – პედიატრი ლალი ჯანაშია ექიმ გიორგი ახობაძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g