LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისმა თანაგუნდელმა  ბიზნეს-წილებზე გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს 

90

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი ტუღუში, მიიჩნევს, რომ მისმა თანაგუნდელმა, მამუკა ჩიქოვანმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგად გაჩენილ კითხვებს, მის ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.

„დეპუტატს პირველ რიგში მოეთხოვება კანონმდებლობის მკაცრად დაცვა, რადგან დეპუტატი უნდა იყოს, მაგალითი, სხვა ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის და საჯარო მოხელისთვის, როდესაც საკითხი ეხება კანონმდებლობის მკაცრად დაცვას. თუ რომელიმე დეპუტატს ამ კუთხით პრობლემა აქვს, ამას პასუხი უნდა გასცეს და, თუ რაიმე პრობლემაა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამის გამოსწორება.

“პირადად ჩემზე, დარწმუნებული ვარ, ვერანაირ ბიზნესწილებს ვერ მიაგნებდნენ. მაშინ ჩიქოვანმა უნდა გასცეს პასუხი, რადგან იქ კონკრეტულად იქნება მითითებული, სად ფიქსირდება მისი ბიზნესწილი. თუმცა, მე რაც ვნახე, აქ უმრავლესობის დეპუტატები არიან წარმოდგენილები, არაერთი და მათ შორის ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავია რიგ შემთხვევებში,“ – განაცხადა ტუღუშმა.

magti 5g