LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსის ქვეშაა და ეს უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას… თუ ვინმე ახალი არჩევნების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თავის თავს „ხალხის ძალის“ რანგში დააყენებს“

208
გიორგი გახარია

„მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე. ერთიანობის როგორც პროტესტის და ამ პროცესის დროს, სისტემური ერთიანობის, ასევე, საარჩევნო თვალსაზრისითაც, მათ შორის ვგულისხმობ ერთიან სიას. ხალხს უნდა, დაგვინახოს ერთად, უნდა, დაგვინახოს რომ დღე და ღამე ერთად ვმუშაობთ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ვაშაძემ ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე. ერთიანობის როგორც პროტესტის და ამ პროცესის დროს, სისტემური ერთიანობის, ასევე, საარჩევნო თვალსაზრისითაც, მათ შორის ვგულისხმობ ერთიან სიას. ხალხს უნდა, დაგვინახოს ერთად, უნდა, დაგვინახოს რომ დღე და ღამე ერთად ვმუშაობთ. სადაც ერთად ვართ, იქ სერიოზულ წარმატებებს ვაღწევთ, ეს არის საგარეო ასპარეზი, სადაც სერიოზულ წარმატებებს ვაღწევთ. არჩევნები აღიარებული არ არის, მოთხოვნილია ახალი არჩევნები; სტრასბურგის რეზოლუციამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საერთაშორისო პოლიტიკა – ეს ყველაფერი მიღწეულია დიდი ერთიანობის შედეგად. მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე და ვფიქრობ, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. ბევრმა შეიძლება ისაუბროს განსხვავებაზე, მაგრამ რა განსხვავება, ხალხო? ივანიშვილი რომ მოსაშორებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით? ჩემს ხელში რომ იყოს რას ვიზამდი? – ერთიანი შტაბი, ერთიანი კარ და კარი, ერთიანი საინფორმაციო გზავნილები, სამოქმედო გეგმა. ყველა გაფანტული ადამიანური რესურსი ჩართვა საერთო ბრძოლაში. როგორ დავამარცხებთ საინფორმაციო პროპაგანდას? – თუ ყველა კარზე დავაკაკუნოთ და შევიტანთ ჩვენს ინფორმაციას. ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან პროტესტში ჩართული მხოლოდ რუსთაველზე კი არ შევიკრიბებით, გადავერთვებით თითოეულ უბანში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი აქვთ და ეს კომპლექსი უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას“:

ნინო წილოსანი: „ვინც კობახიძესა და პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით უშეცდომო ფორმულაში: კრებსითი „ნაცმოძრაობა“ = ქვეყნის ინტერესების ღალატს!“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა და მსგავსი ენჯეოები = უცხო აგენტურას! ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ!!!“. – წერს ნინო წილოსანი.

„ვფიქრობ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის ქვეშ, რომელიც ჩააბეტონა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“. მათი დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომ „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინოს გარკვეულ ადამიანებს და ამით, ხელი შეუშალოს ერთიანობის ჩამოყალიბებას. არადა, ბიძინა ივანიშვილმაც იცის, კობახიძემაც, რომ დიდი ერთიანობა მათ ანადგურებთ. როდესაც იძახიან, ყველა „ნაციონალური მოძრაობაა“, შემდეგ გამოვა ვიღაც პოლიტიკოსი აქეთა მხრიდან და იტყვის: ხომ ხედავთ, მათ უნდათ, ყველა გავერთიანდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიძახონ. ამ კომპლექსით აცხოვრებენ ადამიანს და ქმნიან იმას, რომ არ ერთიანდება აქეთა ფლანგი. რაც მალე გათავისუფლდებიან ამ კომპლექსისგან, რომელიც მათ შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“, მით მალე წავალთ გამარჯვების მიმართულებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში მიიღებს მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ საერთო პოზიციით, „თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს“:

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა“

„ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე“

„თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ესაა ჩვენი საერთო პოზიცია. [ერთად ჩატარებაზე] შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ევროსაბჭოს რეგიონულმა ასამბლეამ, რომელიც თვითმმართველობებს აერთიანებს ევროპის მასშტაბით, რეკომენდაცია გასცა, რომ თუ საჭიროა, გადაიწიოს თვითმმართველობის არჩევნებმა მომავალი წლისთვის, მაგრამ ჯერ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება იმას, ოპოზიცია მიიღებს თუ არა – „ქართული ოცნების“ დანიშნულმა ოპოზიციამ, „ხალხის ძალამ“ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. ისინი ერთნი არიან, რა პრობლემაა. სხვაც თუ მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით იმავე რანგში დააყენებს თავის თავს. საერთო ეროვნულმა არჩევნებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ის ძალმომრეობითი რეჟიმი, რაც აქ არის. თვითმმართველობის არჩევნები ამას ვერ ცვლის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g