LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „განვლაგდებით პარლამენტის წინ, გავშლით კარვებს, მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას… დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით“

139
გიორგი ვაშაძე

„დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად გვიერთდებიან რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თავისუფლების მოედანზე“ -ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსვლელობის პარალელურად გაიმართება მანქანებით მსვლელობა მთელ ქალაქში, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ მსვლელობაზე მათ უერთდებიან რეგიონებიდანაც. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 25 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადონ და დღის განმავლობაში შეუერთდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას:

ელენე ხოშტარია – ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნების“  შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!

როგორც ხოშტარია აცხადებს, ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე შეკრება, რომ მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის.

„დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად გვიერთდებიან რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი მსვლელობის პარალელურად გაიმართება მანქანებით მსვლელობა მთელ ქალაქში, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ კი განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან და პარლამენტთან. ეს იქნება თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან…

გთხოვთ უმორჩილესად, დღეს 21:00 საათზე მობრძანდით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავაკეტოთ მსვლელობა. მეორე, უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ – დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, რომელიც იქნება უწყვეტად, საღამოს 21:00 საათიდან, როდესაც მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g