LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს

322
pjimage

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. ამის შესახებ საერთო განცხადება მათ ცოტა ხნის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზენტაციის დროს გააკეთეს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება “სტრატეგია აღმაშენებელი”. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ , რომ საზოგადოებას განსხვავებული არჩევანის საშუალება მივცეთ პროპორციულ ნაწილში, რომ ხმები “ქართული ოცნების” პარტიამ არ წაიღოს,”- აცხადებს ვაშაძე.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმა საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს და ბევრს ახალგაზრდას გააერთიანებს.

“პირველი ეტაპი შემოერთების იქნება 30 ივლისს, სადაც ნახავთ იმ ადამიანებს ვინც უერთდება ამ პროცესს და ეს გაგრძელდება არჩევნებამდე. გულახდილად გეტყვით, ბევრ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, შესაბამისად, ჩვენ ვაჩენთ მძლავრ მიზიდულობის ცენტრს ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ ამ ბრძოლაში,”- განაცახადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანების მთავარი მიზანი უმუშევრობის და სიღარიბის დამარცხებაა, ასევე იმუშავებენ ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად.

 

https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/206266420825712

magti 5g