LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ზერეკიძე – გახსოვთ, 14 წლის ბიჭს „ნაციონალების“ ბანდა როგორ დამიპირისპირდა, მაგრამ აქ არ მოვსულვარ რევანშისთვის

406
ფორტუნა - 2023-04-30T210021.688

მიკვირს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში არის სურვილი, დააბრუნოს მოძალადე, კაცთმოძულე, ამაზრზენი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ატერორებდა, ანადგურებდა ოჯახებს, ახალგაზრდებს სიცოცხლის უფლებას უსპობდა, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ზერეკიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე მივიდა, რადგან არ სურს, საქართველოში მომავალმა თაობამ გაიაროს იგივე, რისი გავლაც თავად მოუწია.

ზაზა პაპუაშვილი: ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება

„გახსოვთ ალბათ 14 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გიორგი ზერეკიძე, რომელსაც მთელი „ნაციონალების“ ბანდა და მათი ბელადი, მიშა სააკაშვილი როგორ დამიპირისპირდა, მაგრამ მე დღეს აქ არ მოვსულვარ ანგარიშების გასასწორებლად ან რევანშისთვის.

მე აქ მოვედი, რადგან მიკვირს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში არის სურვილი, დააბრუნოს ის მოძალადე, კაცთმოძულე, ამაზრზენი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ატერორებდა, ანადგურებდა ოჯახებს, ახალგაზრდებს სიცოცხლის უფლებას უსპობდა.

დღეს მე ვხედავ საშიშროებას, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან თავიანთ პარტნიორებთან ერთად, დაბრუნდნენ და ისევ ისე დაატერორონ საქართველო, როგორც ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა მომავალმა თაობამ არ უნდა გაიაროს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ. მეშვიდე გამომსვლელი ვარ და ძალიან სიმბოლურია, 7 წელი რის გამო ვიჯექი ციხეში, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამას სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ, მაგრამ წლები, რაც მე გავიარე, დამერწმუნეთ, რომ ძალიან მტკივნეული არის. არ მინდა, განმეორდეს ეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ იგივე გაიაროს. სიმართლე არის ჩვენკენ, ღმერთი არის ჩვენკენ და გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს“, – აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.

ზურა ხაჩიძე:„მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხი მოდის… აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g