LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე:„მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხი მოდის… აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ”

429
ფორტუნა - 2023-04-30T190632.896

ამ აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ – ჩვენ მშვიდობა და ევროპული ღირებულებები გვინდა, ოღონდ გვინდა თანასწორუფლებიანი მეგობრობა ევროპასთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც , – ამის შესახებ მედიასთან მომღერალმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების სურვილია, პოლიტიკოსებს ხალხის ხმა ესმოდეთ.

„მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხი მოდის. ისინი საქართველოს გაერთიანების და საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის სულისკვეთებას უერთდებიან. ამ აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ჩვენ მშვიდობა და ევროპული ღირებულებები გვინდა, ოღონდ გვინდა თანასწორუფლებიანი მეგობრობა ევროპასთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც. ჩვენ ჩვენი მშვიდობით გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და გვინდა, რომ პოლიტიკოსებს ხალხის ხმა ესმოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის გაერთიანება იმიტომ, რომ საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელობის საფრთხე არ დადგეს, ამ ადამიანებმა ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის უნდა დაიცვან. ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისე, როგორც არასდროს ერთიანები ვიყოთ, ჩვენი თავისუფლება დავიცვათ და ჩვენი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა დავიცვათ და წავიდეთ წინ და განვითარდეთ“, – განაცხადა ხაჩიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების თქმით, დასავლური სამყარო საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, რაზედაც ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ამ სულისკვეთებას არ იზიარებს.

„ვფიქრობ, დასავლეთშიც არიან ცუდები და აქაც არიან ძალიან ბევრი ცუდი, ამ სულისკვეთებას საერთო ჯამში არ ვიზიარებ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მხარდაჭერა დასავლეთიდან განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომისთვის, წინსვლისთვის, რეფორმების ჩატარებისთვის. ამიტომ, ამ სულისკვეთებას არ ვიზიარებ. ჩვენ გვინდა ჯანსაღი დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც ობიექტურად ჩვენი ქვეყნის გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებს შეაფასებს.

ჯანსაღ ადამიანებად მოვიაზრებ, თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ეჭვქვეშ დგანან, რომლის საქმეც გამოძიებაშია, რომელთაც 12 პუნქტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შეაქვთ. ეს არასწორია, ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს, ქვეყანა მიდის წინ. მე არ ვამბობ, რომ იდეალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ წინ მივდივართ და პროგრესი შენარჩუნდება. უბრალოდ ქართველი ხალხის ხმა დასავლეთსაც, რუსეთსაც და მსოფლიოსაც უნდა ესმოდეს“, – განაცხადა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით „მოვდივართ“ დაიწყო.

აქციის ფოტოები: ზურა ხაჩიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g