LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგიმ მითხრა, ბარგს თუ არ წაიღებ გადაგიყრიო” – ენი გასიევა ყიფშიძეების სახლიდან წასვლას იხსენებს

585
BeFunky-collage - 2023-07-25T002918.113

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა ია ფარულავას „ფარული კონვერტის” სტუმარია, რომლის ეთერშიც ქმართან დაშორების მიზეზებსა და ყიფშიძეების სახლიდან წამოსვლის დღეს იხსენებს.

„გიორგი შამანებთან ერთად სამდღიან რიტუალზე წავიდა. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ხოლმე და იტოვებს კოსმოს და წაიყვანა. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. ლელას ვეუბნები, გიორგის დედას, რომ ბავშვს დავაძინებ, რომ დაიძინებს წავალ და დილით დავბრუნდები.

ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო და განტვირთვა მეც მჭირდება, რომ არ გავგიჟდე. ძალიან გვიანი იყო, ბავშვები დავაძინე და წავედი. როდესაც ჩამოვედი, მხვდება ასეთი ამბავი, გიორგის ესემესები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.

საბოლოოდ ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან გიორგიმაც სთორი დადო, რომ დავშორდით და საზოგადოებისგან მთელი შტურმი წამოვიდა.

ჩემოდანი მანამდეც ჩალაგებული მქონდა და ელოდებოდნენ როდის წავიღებდი. სწორედ ეგ დღე იყო, როდესაც წამოვედი. დაშორებულები ვიყავით და გიორგიმ მითხრა, ბარგს თუ არ წაიღებ გადაგიყრიო. რა თქმა უნდა არაფერი არ გადაუყრია”, – საუბრობს ენი გასიევა.

ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.

გიორგი ყიფშიძე მეუღლეს დაშორდა – ლენუკა ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

რა კომენტარს აკეთებს ცნობილ ვიდეოზე ენი გასოევა: „ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი… მე და გიორგი დაახლოებით ექვსი თვეა, რაც დავშორდით, მაგრამ დაშორების პროცესი ცოტა ადრე დაიწყო…“

ვიდეო: გიორგი ყიფშიძე ძიძას ეძებს: „მინდა, ვინმე ორი ბავშვის გაზრდაში დამეხმაროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g