LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის“ – ნათია ფანჯიკიძე

285
ფორტუნა (4)

„გიორგი თანამდებობრივ როლშიც იშვიათი, იდეალური საჯარო მოხელე აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ბიბლიოთეკისთვის, იმდენად ბევრი პროექტია ჩამოსათვლელი, რაც ვიცი და რამდენი ალბათ არც ვიცი“. – ასე ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა“.

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა

„გიორგი თანამდებობრივ როლშიც იშვიათი, იდეალური საჯარო მოხელე აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ბიბლიოთეკისთვის, იმდენად ბევრი პროექტია ჩამოსათვლელი, რაც ვიცი და რამდენი ალბათ არც ვიცი.

გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში უნდა იყოს და არავინ ამოიკვეთოს ფეხი რომელიმე საჯარო დაწესებულებიდან რაიმე სახის დისკომფორტის გამო, ან კარი არ მიუჯახუნონ, როგორც არასასურველს, რაც ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში, რადგან გააზრებას ცოტა ახერხებს, რას ნიშნავს იყო საჯარო თანამდებობის პირი.

ცალკე მისი ღირსებაა, რომ არასდროს გულგრილი არ არის მიმდინარე მოვლენების მიმართ და ყოველთვის ყველა საზოგადოებრივ საკითხზე დაუფარავად გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ბრმად არავის ეთანხმება ყველაფერზე. უამრავჯერ გვითანამშრომლია, რაც ყოველთვის განსაკუთრებით კომფორტულია, იმდენად წყნარად, უცებ და მარტივად იცის ყველა საჭირო საკითხის მოწესრიგება.

გიორგისთან ჩაწერილი ყველა ინტერვიუ განსაკუთრებულია, მასთან ერთად კონფერენციაზე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო იყო. ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში პაციენტების ნამუშევრების ორი დიდი გამოფენა გვაქვს მოწყობილი მისი მხარდაჭერით, მესამედ კი აშშ-ს მეორე ლედის, კარენ პენსის თხოვნით გავმართეთ გამოფენა მისი საქართველოში სტუმრობისას.

პირადად ყოველთვის იცის ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც საჯარო პირს, საჯაროდაც მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც ამდენი წელი ქვეყნისთვის, ბიბლიოთეკისთვის, ცოცხალი და გარდაცვლილი მწერლებისთვის და ყველა ადამიანისთვის აკეთა“. – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g