LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიოტცე დორტმუნდში ბრუნდებაო

22

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე შესაძლოა დორტმუნდის ”ბორუსიაში” დაბრუნდეს.

მიუნხენური სათადარიგო სკამი ნაკრების ფეხბურთელს დიდად არ ეპიტნავება.

დორტმუნდელები კი ერთ დროს თავიანთი ლიდერის დაბრუნების იმედს არ კარგავენ. კლუბის ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს მიმართავს, რათა სუპერმარიომ ისევ ჩაიცვას შავ-ყვითელი მაისურა, – წერს ”ბილდი”.

გიოტცე მიუნხენში 2013 წელს 37 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე ბუნდესლიგაში გიოტცინიომ სულ რაღაც 8 მატჩი ითამაშა და ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები