LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GIPA ლექტორს გაემიჯნა: უნივერსიტეტი განიხილავს ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს

83

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მოწვეულ ლექტორს ზაზა სიამაშვილის მიერ სოც. ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გაემიჯნა.

უნივერსიტეტმა ამის შესახებ განცხადება “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა.

პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ამ შინაარსის განცხადებები GIPA-ს ღირებულებებს ეწინააღმდეგება და უნივერსიტეტი განიხილავს ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს.

“GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს.

მსგავსი ტიპის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს.

ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ჯიპას” მოწვეულმა ლექტორმა, რომელიც უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროგრამაზე ინგლისურს ასწავლის, სოციალურ ქსელში სექსუალურ შევიწროებაზე, სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა.

ზაზა სიამაშვილმა დაწერა, რომ არ ესმის რატომ ლაპარაკობენ ამ საკითხზე “უმახინჯესი “ვითომ” ქალები”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g